ეკატერინე ბუაჩიძე „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა

ქართველმა მეცო-სოპრანომ მსოფლიო საოპერო კონკურსის პირველი პრიზი, ასევე სარსუელასა და მაყურებლის ჯილდოები დაიმსახურა.
ეკატერინე ბუაჩიძე მსოფლიო საოპერო კონკურსზე „ოპერალია”

ეკატერინე ბუაჩიძე მსოფლიო საოპერო კონკურსის, „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა. ქართველმა მეცო-სოპრანომ ყველაზე პრესტიჟული საოპერო კონკურსის პირველი პრიზი დაიმსახურა, მასვე გადაეცა ასევე სარსუელასა და მაყურებლის ჯილდოებიც. 

ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი ქართველი მონაწილე გახდა. „ოპერალიას” სარსუელას პრიზი მანამდე მოგებული აქვთ ქეთევან ქემოკლიძესა (2008 წელი) და ანა კიკნაძეს (2002 წელი).

„მგონია, რომ სიზმარში ვარ. ‘ოპერალია’ ყველაზე დიდი საოპერო კონკურსია და ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა,” – ამბობს ეკატერინე ბუაჩიძე.

„ოპერალია” 1993 წელს დაარსდა და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საოპერო კონკურსს წარმოადგენს. მისი დამფუძნებელი ლეგენდარული საოპერო მომღერალი პლასიდო დომინგოა. ყოველწლიურად კონცერტი სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მასში მონაწილეობენ ყველა სასიმღეროს ხმის მქონე მომღერლები მთელი მსოფლიოდან. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ჯორჯ კლუნი 2018 წლის 7 ივნისი, ჰოლივუდი, აქსელ ბაუერ-გრიფინი / FilmMagic

ჯორჯ კლუნიმ გაიხსენა შემთხვევა, როცა ფრენკ სინატრამ გაკიცხა

შემდეგი სტატია

პერის ჰილტონი MTV Video Music Awards 2025-ზე, 2025 წლის 7 სექტემბერუ, ნიუ-იორკი კრისტოფერ პოლკი/Billboard

პერის ჰილტონი ბრიტნი სპირსით შთაგონებული ჰელოუინის კოსტიუმით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი