ბილი აილიშის თქმით, Birds of a Feather-ის გამოშვება ლამის გადაიფიქრა, რადგან „სულელურ“ სიმღერად მიაჩნდა

სიმღერა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა მუსიკოსის კარიერაში.
ბილი აილიში. 2025 წლის 9 ოქტომბერი.
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

ბილი აილიშმა გასულ წელს სიმღერა – Birds of a Feather გამოუშვა და დღემდე ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევა მუსიკოსის კარიერაში. თუმცა ახალ ინტერვიუში აილიშმა აღნიშნა, რომ სიმღერის გამოშვება ლამის გადაიფიქრა, რადგან ეშინოდა, რომ ის „სულელური“ იქნებოდა.

Wall Street Journal-თან 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში აილიშმა ისაუბრა იმაზე, როგორ დახარჯა თითქმის ერთი წელი სტუდიაში თავის ძმასთან და შემოქმედებით პარტნიორთან, ფინეასთან ერთად ტრეკზე მუშაობაში. 

„სრულ ალბომსაც რომ ვუსმენდი, მაინც ვფიქრობდი: ხალხო, ეს რაღაც არ ვარგა,” – იხსენებს პოპვარსკვლავი.

საბედნიეროდ, Birds of a Feather საბოლოოდ შევიდა აილიშის მესამე სტუდიურ ალბომში – Hit Me Hard and Soft, რომელიც გასულ წელს მაისში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა. სამი კვირის განმავლობაში Billboard Global 200-ის პირველ ადგილზე იყო და 2024 წლის დასასრულს Spotify-ზე წლის ყველაზე ხშირად მოსმენილ სიმღერადაც იქცა. ამჟამად პლატფორმაზე სიმღერას უკვე 3 მილიარდზე მეტი სტრიმი აქვს.

Birds of a Feather აილიშის ტურნეს ბოლო მუსიკალური ნომერია. ტურის ფარგლებში, რომელიც 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, მომღერალს ბოლო რამდენიმე შოუ დარჩა. ტურნე ნოემბერში სან-ფრანცისკოში ორი შოუთი დასრულდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Nightmare Before Christmas BUENA VISTA PICTURES/COURTESY EVERETT COLLECTION

Billboard-ის საუკეთესო სადღესასწაულო ალბომების ჩარტი 2025 წლის სეზონით ბრუნდება

შემდეგი სტატია

1990 წლის შემდეგ პირველად Hot 100-ის პირველ 40 პოზიციაზე რეპსიმღერა აღარ არის

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი