ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” – წერს მომღერალი.
ჯესიკა სიმპსონი
RODIN ECKENROTH/GETTY IMAGES

ჯესიკა სიმპსონი რვაწლიან სიფხიზლეს ზეიმობს. მომღერალმა და სატელევიზიო სახემ ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ჰყვება, თუ როგორ მოახდინა ალკოჰოლისთვის თავის დანებებამ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ტრანსფორმაცია. 

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” – წერს მომღერალი. „ამ გადაწყვეტილებამ მომცა საშუალება, სრულად მეცხოვრა ღმერთის გზით. ალკოჰოლმა ჩაახშო ჩემი ინტუიცია, დაბლოკა ოცნებები და კვებავდა თვითკმაყოფილების ჩემს გამუდმებულ შიშს.”

„დღეს მე სუფთა ვარ და წინ რწმენა მიმიძღვის. ორივე – შიში და რწმენა ისეთი რამაა, რასაც ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათ შორის რწმენა ავირჩე. მე ჩემი ძალა ბრძოლაში არ მიპოვია, მე ის დანებებაში ვიპოვე.”

მომღერალი საკუთარ სიფხიზლეზე გულწრფელად 2020 წლის შემდეგ საუბრობს, რაც თავის მემუარებში დაწერა, რომ ალკოჰოლს 2017 წლიდან დაანება თავი. 

ცოტა ხნის წინ სიმპსონმა ასევე აღნიშნა, რომ ფხიზლად ყოფნამ მისთვის მუსიკის წერის პროცესიც შეცვალა. „ყოველთვის, როცა ვწერდი, ჩემი თავის მეშინოდა, რადგან იმ დროს ვსვამდი.  მაგრამ დავანებე თუ არა თავი ალკოჰოლს, ეს შიშები შემცირდა და გაქრა.”

„ბევრად  მარტივი გახდა ჩემთვის შემოქმედებითად საკუთარი თავის პოვნა. ადრე ვფიქრობდი, რომ რაც მეტს დავლევდი, უფრო მაგარი ვიქნებოდი და მაგარ სიტყვებს ვიპოვიდი გასარითმად. ზედმეტად ბევრს ვფიქრობდი, როცა ვსვამდი.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ფანების კვირის რჩეული მუსიკა Florence + The Machine-ის Everybody Scream გახდა

შემდეგი სტატია

კევინ ფედერლაინის წიგნის გამოსვლის შემდეგ ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის ანგარიში გაუქმდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი