ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი არტისტი „ბილბორდის” ჩარტში მოხვდა

შენაია მონეს სიმღერამ How Was I Supposed to Know? ისტორიულ შედეგს მიაღწია.
შენაია მონე
TALISHA JONES

ამ კვირის Adult R&B-ის რადიოჩარტი პოტენციურად ისტორიულ მოვლენას მოიცავს, შენაია მონეს სიმღერის, How Was I Supposed to Know?-ს წყალობით.

რა განსხვავებაა აღნიშნულ სიმღერასა და დანარჩენ 103 კომპოზიციას შორის, რომელიც მხოლოდ ამ წელწადის განმავლობაში შევიდა ჩარტში? საქმე ის არის, რომ შენაია მონე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული არტისტია – პროდუქტი, რომელიც პოეტმა ტელიშა ჯონსმა შექმნა. ეს კი პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნური ინტელექტით შექმნილი არტისტი „ბილბორდის” ჩარტში მოხვდა. აღნიშნული პრეცედენტი კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ხელოვნურ ინტელექტსა და მუსიკალურ ინდუსტრიას შორის ურთიერთობის განვითარებაში.

სიმღერამ პირველად საჯარო ყურადღება „ტიკტოკსა” და სხვა სოციალურ ქსელებში მიიპყრო, სადაც ის ვირუსულად გავრცელდა. ამ პოპულარობამ კი განაპირობა ის, რომ How Was I Supposed to Know? ლიდერი გახდა 20 სექტემბრით დათარიღებულ R&B ციფრული სიმღერების გაყიდვების ჩარტში, ერთი კვირის შემდეგ კი მე-20 ადგილით  Hot R&B სიმღერების ჩარტშიც შევიდა. 

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პროდუქტის ამგვარმა გავრცელებამ მძაფრი პოლემიკა გამოიწვია მის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. მოწინააღმდეგეთა ფრთაში იყვნენ მუსიკოსები SZA და Kehlani.

მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი პროდუქტის რადიოში პოპულარიზაცია, შესაძლოა, ერთი შეხედვით, მოძველებულ მეთოდად ჩანდეს, თუმცა მონეს გუნდი ამას სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. „მისი სიმღერა მასებს მოსწონთ. სწორედ ეს იყო ჩვენი მარტივი ფორმულა,” – ამბობს მონეს მენეჯერი. „ჩვენ რომ გვყოლოდა, ასე ვთქვათ, ტრადიციული არტისტი, ვყოფილიყავით ლეიბლი და მარკეტინგის მენეჯერები, რადიო აუცილებლად იქნებოდა ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი. ჩვენი ინტერესია, მუსიკა რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიტანოთ. ჩვენი მიზანია, ზრდა განვაგრძოთ, დავუკავშირდეთ ადამიანებს და იმედი გვაქვს, პირველ პოზიციასაც მივაღწევთ.”

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მთავარი განხილვის თემა მონე გახდა, ის არ არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ერთადერთი მუსიკალური აქტი, რომელსაც „ბილბორდის” ჩარტებზე აქვს გავლენა. ახალი არტისტების ჩარტი უკვე გახდა მსგავსი აქტების ნავსაყუდელი და ბოლო კვირების განმავლობაში რამდენიმე მათგანი ჩარტის სხვადასხვა ადგილზეც მოხვდა. ეს კონკრეტული მაგალითები უკვე ნათლად გვიჩვენებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი არტისტების მიერ მუსიკალური ინდუსტრიის შესაძლო ტრანსფორმაციის ტენდენციას. 

ამ ყველაფრის ფონზე კი შენაია მონეს მენეჯერი საზოგადოებას ურჩევს, პროდუქტი მხოლოდ მუსიკალური პერსპექტივით შეაფასონ: „წარმოიდგინეთ, რომ რადიოს პროგრამების ხელმძღვანელი ხართ, უბრალოდ მუსიკის ფანი, კოლეგა, არტისტი… უბრალოდ მოუსმინეთ სიმღერებს, მოუსმინეთ ტექსტებს და მხოლოდ ამის შემდეგ განსაჯეთ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

კევინ ფედერლაინის წიგნის გამოსვლის შემდეგ ბრიტნი სპირსის ინსტაგრამის ანგარიში გაუქმდა

შემდეგი სტატია

Hilary Duff Madelyn Deutch

ჰილარი დაფი მუსიკაში ახალი სინგლით, Mature-ით ბრუნდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი