A$AP Rocky-მ ხუმრობით თქვა, რომ მისი ხმაურიანად დაანონსებული ალბომი – Don’t Be Dumb არასდროს გამოვა

ალბომის გამოსვლის თარიღი დღემდე უცნობია.
A$AP Rocky 2025 წლის CFDA Fashion Awards-ზე. 2025 წლის 3 ნოემბერი, ნიუ იორკი.
STEPHANIE AUGELLO

A$AP Rocky-ს ფანები დიდი ხანია, მის ახალ ალბომს ელიან. ეს კარგად იცის თავად არტისტმაც და ახლახან ამ საყოველთაო მოლოდინს იუმორით გამოეხმაურა. რეპერმა ხუმრობით თქვა, რომ პროექტი, შესაძლოა, არასდროს გამოვიდეს.

ინსტაგრამის პოპულარულ გვერდთან –  The People Gallery-სთან საუბრისას როკის ალბომზე დაუსვეს კითხვა. „Don’t Be Dumb არასდროს გამოვა,” – თქვა არტისტმა სიცილით. 

A$AP Rocky-მ მოდის ინდუსტრიის ცნობილ დაჯილდოებაზე, CFDA Fashion Awards-ზე ე.წ. Fashion Icon-ის ჯილდო მიიღო. წითელ ხალიჩაზე მუსიკოსმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორია ქალიშვილის მამობა და მშობლის სტატუსი რიანასთან ერთად.  

„იცით რა, გოგონას მამობა შესანიშნავია,“ – უთხრა მან გამოცემა Extra-ს. 

A$AP Rocky-მ ბოლო ალბომი Testing შვიდი წლის წინ გამოუშვა. მიუხედავად ახალი ალბომის გამოცემის დაგვიანებისა, 2025 წელი რეპერისთვის კარიერულად აქტიური იყო. თებერვალში ის სასამართლომ გაამართლა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის საქმეში, რომელშიც დაზარალებულის სტატუსი მის ყოფილ შემოქმედებით პარტნიორს, A$AP Relli-ს ჰქონდა. A$AP Rocky-მ ასევე ითამაშა მთავარი როლი სპაიკ ლის ფილმში Highest 2 Lowest. კინოსურათში არტისტს პარტნიორობას დენზელ ვაშინგტონი უწევს. 

„მთავარი არ არის, ვინ იყო პირველი, მთავარია ვინ აკეთებს ამას საუკეთესოდ,“ – თქვა Rocky-მ. „ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მემკვიდრეობის შენებაზეა დაფუძნებული, ამიტომ არ ვჩქარობ. მე ამას არ ვაკეთებ მხოლოდ იმისთვის, რომ აქტუალური ვიყო ან ჩემი სახელი ისმოდეს. ვცდილობ, ვაკეთო შემოქმედებითი, ამბიციური რამ,” – აღნიშნა A$AP Rocky-მ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გრეისი აბრამსი, ჰოლზი და სხვა მუსიკოსები ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გამარჯვებას გამოეხმაურნენ

შემდეგი სტატია

TINDRA - საჭე

Tindra-ს შინაგანი მუსიკის ხმა სიმღერაში „საჭე”

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი