მექსიკის კონცერტზე დუა ლიპამ Besame Mucho შეასრულა

პირველ დეკემბერს ბრიტანელმა ვარსკვლავმა Radical Optimism-ის დასკვნითი სამი კონცერტის პირველი შოუ გამართა.
დუა ლიპა Radical Optimism-ის ტურნეში
MANUEL VELASQUEZ/GETTY IMAGES

დუა ლიპამ Radical Optimism-ის ერთწლიანი ტურნეს უკუთვლა დაიწყო. პირველ დეკემბერს ბრიტანელმა ვარსკვლავმა მეხიკოში დაგეგმილი დასკვნითი სამი კონცერტის პირველი შოუ გამართა. საღამოს დამაგვირგვინებელი მომენტი კი მექსიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, კონსუელო ველასკესის საკულტო სიმღერის, Besame Mucho-ს შესრულება იყო. 

ტურნეს განმავლობაში ლიპამ პირობა შეასრულა, ადგილობრივი არტისტის სიმღერის ქავერით პატივი მიეგო თითოეული ქვეყნისთვის, რომელსაც ესტუმრებოდა. კონცერტამდე რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რომელ მექსიკურ სიმღერას აირჩევდა არტისტი. 

„დღეს, მინდა, პატივი მივაგო დიდ მექსიკელ კომპოზიტორს, კონსუელო ველასკესს, ვისი სიმღერაც ამდენი ადამიანის გულებშია მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” – თქვა მომღერალმა ესპანურად. „ეს სიმღერა მისი ისტორიის გამო მიყვარს – როცა მან ის დაწერა, ჯერ არავის ეკოცნა მისთვის. მე კი მჯერა, რომ კომპოზიტორები თავიანთ ოცნებებს წერენ, რათა ისინი ახდნენ.”

Bésame Mucho ერთ-ერთი ყველაზე ხშირად შესრულებული სიმღერაა. მისი ქავერი უმღერიათ ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან ლუის მიგელი, ანდრეა ბოჩელი, ფრენკ სინატრა, ნატ კინგ კოლი, დალიდა და The Beatles.

მანამდე დუა ლიპამ მადრიდში ფანები ენრიკე იგლესიასის Héro-ს სიმღერით გააოცა, არგენტინაში კი Soda Stereo-ს De Música Ligera შეასრულა. ჩილეში მონ ლაფერტეს Tu Falta de Querer და La Ley-ს El Duelo იმღერა, ბრაზილიაში – სერჟიო მენდეშის Magalenha, პერუში – Cariñito, კოლუმბიაში კი შაკირას Antología შეასრულა.

სასიამოვნო სიურპრიზი იყო ისიც, რომ ლიპამ გულშემატკივარს ესპანურად მიმართა. მან მადლობა გადაუხადა მექსიკელ აუდიტორიას მასზე ზრუნვისთვის და იმისთვის, რომ თავი სახლში აგრძნობინეს. 

„ამ ღამეზე მას შემდეგ ვოცნებობ, რაც ტურნე დავიწყე. სულ ვფიქრობდი, თუ როგორი იქნებოდა აქ დაბრუნება,” – თქვა მან. „ეს კონცერტები ჩემთვის ისეთი აღმაფრთოვანებელია, რადგან ტურნეს ბოლო შოუებია. ძალიან მადლიერი ვარ. მუდმივად იმ საოცარ მოგონებებზე ვფიქრობ, რაც ამ წელს დამიგროვდა. დღეს ღამე თქვენთან ერთად ყოფნა კი ამ ყველაფრის გვირგვინია – ერთადერთი დასასრული, რომელსაც ამ ტურნესთვის ვისურვებდი.” 

ტურნეს ბოლო ორი კონცერტი 2 და 5 დეკემბერს გაიმართება.  

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Flea, "A Plea" Courtesy

Red Hot Chili Peppers-ის ბასისტმა Flea-მ სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემა დააანონსა და  სინგლი A Plea გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

რიანამ და A$AP Rocky-მ Gotham-ის 2025 წლის დაჯილდოებაზე სამი შვილის აღზრდასა და სადღესასწაულო გეგმებზე ისაუბრეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი