ZOOTOPIA 2-ის საუნდტრეკი საბავშვო ალბომების ჩარტში ტოპ ათეულშია

Shakira - Zootopia 2 COURTESY PHOTO
Shakira – Zootopia 2 COURTESY PHOTO

13 დეკემბრის მონაცემებით, Zootopia 2-ის საუნდტრეკი Billboard-ის საბავშვო ალბომების ჩარტში მე-6 ადგილზეა, ხოლო ვინს გუარალდის საუნდტრეკი A Charlie Brown Christmas-ისთვის რეკორდს აუმჯობესებს და უკვე 125 არათანმიმდევრული  კვირაა,   N1 პოზიციაზე ან ჩარტის სათავეში იმყოფება.

Zootopia 2 ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის თანმხლები ალბომია, რომელიც კინოთეატრებში 26 ნოემბერს გამოვიდა და აშშ-სა და კანადაში ბილეთების გაყიდვით 220 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.  Zootopia 2 2016 წლის ფილმის, Zootopia-ს გაგრძელებაა, რომელმაც საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის ოსკარი მოიპოვა და 2016 წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა.

მიუხედავად იმისა, რომ Zootopia-ს პირველი ალბომი საბავშვო ალბომების ჩარტში ვერ მოხვდა, მან საუნდტრეკების ჩარტში მერვე ადგილი, ხოლო Billboard 200-ის მრავალჟანრულ ჩარტში 121-ე პოზიცია დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ Zootopia 2-ის საუნდტრეკი ძირითადად მაიკლ ჯაკინოს მიერ დაწერილი მუსიკაა. ალბომში ერთი ახალი სიმღერაც – Zoo შედის, რომელსაც Shakira ასრულებს. იგი ფილმის ორივე ნაწილში პოპვარსკვლავ პერსონაჟ გაზელს ახმოვანებს. სიმღერა Zoo სპეციალურად ფილმისთვის Shakira-მ, ედ შირანმა და ბლეიკ სლატკინმა შექმნეს და ის ციფრული სიმღერების გაყიდვების ჩარტში მე-6 ადგილზე პოზიციონირებს.

საბავშვო ალბომების უახლესი ჩარტის ტოპ ათეულში სამი საახალწლო რელიზია, პირველ ადგილზე A Charlie Brown Christmas-ის საუნდტრეკია, მეორეზე კი Dr. Seuss-ის How the Grinch Stole Christmas! ჩარტში Christmas With The Chipmunks-ის (შობა თახვებთან ერთად) ალბომმა კი 24-დან მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Rosé და ბრუნო მარსი 2025 წლის გლობალური ჰიტის – APT.-ის და შემოქმედებითი თანამშრომლობის შესახებ

შემდეგი სტატია

გიორგი ვაჩნაძისა და მარიო ბრუნელოს კამერული მუსიკის საღამო 

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი