თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდისა და ბარბარე მორგოშიას ერთობლივი საშობაო სიმღერა

ვიდეოკლიპს „ლოკო პარკი” აქვეყნებს.
Loco Park/თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი

შობის სასწაული იმ გულწრფელ მომენტებში იბადება, როცა ერთმანეთს სითბოს ვუზიარებთ, მუსიკა კი ხელოვნების ის დარგია, რომელიც საშობაო განწყობასა და ემოციას ზუსტად გადმოსცემს. სწორედ ასეთი ელფერი აქვს  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდისა და ბარბარე მორგოშიას ერთობლივ ნამუშევარს, რომელსაც სოციალურ ქსელში „ლოკო პარკი” აქვეყნებს. 

კომპოზიცია ორი სიმღერისგან შედგება: 12 წლის ბარბარე მორგოშია ქართულ ტრადიციულ „ალილოს” ასრულებს, რომლის შემდეგაც მას კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი უერთდება მსოფლიო ჰიტით Let It Snow. 

გუნდის მრავალხმიანობა და ბარბარეს ნაზი ვოკალი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და მსმენელს ნამდვილ საშობაო ზღაპარში ამოგზაურებს.

Loco Park/თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გუნდი

ვიდეოკლიპი „ლოკო პარკის”  საავტორო პროდუქტია და სწორედ მის სივრცეშია გადაღებული. მუსიკალურ ნაწილთან ერთად განსაკუთრებულ გარემოს ქმნის საშობაო განათებებით მორთული ძველი ელმავლები, რაც ნამუშევარს გამორჩეულ ვიზუალურ ესთეტიკასა და თბილ, ნოსტალგიურ განწყობას მატებს. 

 ნახეთ ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გურული სიმღერის ცოცხალი ლეგენდა –  ტრისტან სიხარულიძე და მისი წიგნის პრეზენტაცია

შემდეგი სტატია

ბონომ და იმელდა მეი დუბლინში გამართულ ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე ფოტო: კონორ ო’მირაინი / PA Images / Getty Images

U2-ის Bono-მ და იმელდა მეიმ დუბლინში ყოველწლიურ საქველმოქმედო ქუჩის კონცერტზე, სიმღერა Christmas (Baby Please Come Home) შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი