ნახეთ A$AP Rocky-ს ახალი ვიდეოკლიპი, რომელშიც უაინონა რაიდერი მონაწილეობს

ალბომი Don’t Be Dumb 16 იანვარს გამოდის.
A$AP Rocky
Punk Rocky

A$AP Rocky-ს სინგლი Punk Rocky და მისი ვიდეოკლიპი ორშაბათს, 5 იანვარს გამოვიდა. თავად როკის, ფოლკრეტ ვერდორნისა და საიმონ ბეკსის თანარეჟისორობით შექმნილი კლიპი კიდევ უფრო აფართოებს ჰარლემში დაბადებული არტისტის შემოქმედებით საზღვრებს. 

მაშინ, როცა თავად სიმღერა, Sundress-ის მსგავსად, უფრო მსუბუქი ინდი-როკია, მის ვიზუალს პანკ-როკის ქაოსი შემოაქვს. როკი საკუთარ ავტოფარეხში ხმაურიან წვეულებას მართავს, სადაც მეზობელ გოგონას ხვდება, რომლის როლსაც უაინონა რაიდერი ასრულებს. 

ამ დროს კი ავტოფარეხში ათლეტური აღნაგობის გაბრაზებული მამაკაცი შევარდება და როკისა და მის მეგობრებს (რომლებიც ერთგვარ რეფერენსებს წარმოადგენენ არტისტის წინა პროექტების: TESTING, Babushka Boi და RIOT)  ფიზიკურად უსწორდება.

ვარდისფერი ბიგუდებითა და შეშუპებული თვალით, რეპერს პოლიციის მანქანაში სვამენ და ციხეში მიჰყავთ. საბედნიეროდ, მას და მის მეგობრებს ვიღაც გირაოს უხდის და წვეულებაც გრძელდება. ვიდეოს ბოლოს როკი ანგარიშის გასწორებას ცდილობს და ათლეტურ მამაკაცს ქუჩაში იარაღით ხელში მისდევს. მისი მისამართით რამდენიმე გასროლის შემდეგ კი ხელბორკილებით კვლავ პოლიციის მანქანაში აღმოჩნდება, საიდანაც თავის დასაღწევად ის სანთებელას იყენებს, როგორც ამას 2 Fast 2 Furious-ში ტაირის გიბსონი აკეთებს.

პრესრელიზის მიხედვით, Punk Rocky-ს ვიდეოკლიპში წარმოდგენილია ექვსიდან ხუთი ალტერ ეგო, რომლებიც არტისტის მომავალ ალბომში Don’t Be Dumb არის გამოყენებული. „თავად როკი განასახიერებს GR1M-ს, ტომი რივენჯი – RUGAHAND-ს, Thoto – BABUSHKA BOI-ს, ხოლოდ ტყუპი უილიამსები SHIRTHEAD-სა და DUMMY-ს.”

Punk Rocky არტისტის მომავალი ალბომის პირველი სინგლია. Don’t Be Dumb, რომელსაც ფანები 2018 წლიდან ელოდებიან, 16 იანვარს გამოვა.

ნახეთ Punk Rocky-ს ვიდეოკლიპი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემა სმითის კონცერტები თბილისში: ინტერვიუ მომღერალთან

შემდეგი სტატია

Bruno Mars JOHN V. ESPARZA

ბრუნო მარსმა დაადასტურა, რომ ახალ ალბომზე მუშაობა დასრულებულია – „ჩემი ალბომი მზად არის“ – წერს მომღერალი სოციალურ ქსელში

შეიძლება დაგაინტერესოთ

CHARLI XCX YOUTUBE

ნახეთ Charli XCX-ის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომელიც მის ახალ ალბომ –  Music, Fashion, Film-ს ახლავს

პოპვარსკვლავი გულშემატკივრებს საკუთარ შემოქმედებით პროცესსა და შთაგონების წყაროებს უფრო სიღრმისეულად აცნობს.
მეტი

„Unburned Live არასდროს ყოფილა მხოლოდ კონცერტი” – Quemmekh დაანონსებული პერფორმანსის შესახებ

Unburned არის Quemmekh-ის და გურამ მაცხონაშვილის ერთობლივი პროექტი, რომელიც, მუსიკასთან ერთად, ხელოვნებისა და აუდიტორიასთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმას აერთიანებს.
მეტი

50 Cent ემინემთან  და 2Pac-თან ერთობლივ ტრეკს აანონსებს

50 Cent-მა განმარტა, რომ თანხმობა 2Pac-ის მემკვიდრეობის მმართველებისგან მიიღო და რომ გარდაცვლილი რეპერის პარტია ტრეკში ხელოვნური ინტელექტით არ არის შექმნილი.
მეტი

BTS-ის წევრები ჯარში ყოფნის პერიოდზე: „არავინ გვყავდა, ვისაც დაველაპარაკებოდით“

K-pop-ის სუპერვარსკვლავებმა თავიანთი საქმიანობა 2022 წლის ბოლოს შეაჩერეს, როდესაც ჯარში პირველი ჯინი გაიწვიეს.
მეტი

გინესის ისტორიული რეკორდისა და სრულად გაყიდული ტურნეს შემდეგ, Pitbull ამჯერად Billboard Latin Music Week 2026-ის მონაწილე იქნება

მაიამი ბიჩი, ფლორიდა (22 ივლისი, 2026) – ისტორიული წარმარმატების სერიის შემდეგ – რომლის ფარგლებშიც გინესის რეკორდი დაამყარა ერთ…
მეტი
ტრევის სკოტი ფილმ The Odyssey-ს პრემიერაზე ნიუ იორკში, 14 ივლისი, 2026 წელი Jamie McCarthy/Getty Images

ტრევის სკოტი ახალ ალბომს აანონსებს: „საკუთარ თავს ვცდი… რათა შევქმნა ისეთი რამ, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია“

ახალ ინტერვიუში არტისტმა ასევე საკუთარი კომპანიის - Cactus Jack-ის მიერ კინოსტუდიასთან გაფორმებულ კონტრაქტზეც ისაუბრა.
მეტი