კრუზ ბეკჰემი ვალენტინობის დღისთვის ახალ სინგლს გამოსცემს

For your love 13 თებერვალს გამოვიდა.
კრუზ ბეკჰემი
UNIVERSAL MUSIC

კრუზ ბეკჰემი, როგორც ჩანს, რომანტიკული ადამიანია. ახალი სინგლი for your love, რომელიც დღეს, 13 თებერვალს გამოსცა, ვალენტინობის დღისთვის მისი წინასწარი გზავნილია.

სიმღერის თანაავტორები და პროდიუსერები ჯასტინ რეისენი და ლუის პესაკოვი არიან. for your love მოსდევს კრუზის სადებიუტო სინგლს Optics, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში Lick The Toad-თან ერთად გამოსცა.

სიმღერას თან ახლავს მუსიკალური ვიდეოც, რომელშიც ბეკჰემი თავის ბენდ Breakers-სთან ერთად ჩნდება და რომელშიც მისი ბაბუის კამეოსაც იხილავთ.

„მიყვარს ეს სიმღერა,” – ამბობს კრუზი. „ძალიან სახალისო იყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მისი ლაივში დაკვრა. ეს პირველი სიმღერაა, რომელიც სათანადოდ დავასრულე ჯასტინსა და ლუისთან ერთად, რომლებიც ნამდვილი ლეგენდები არიან. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ეს ნამუშევარი გახდებოდა საფუძველი იმ ყველაფრისა, რასაც ერთად შევქმნით. ჩემთვის ეს სიმღერა სიყვარულსა და ამ სიყვარულში უშიშრობაზეა, მაგრამ იმედი მაქვს, მასში ყველა საკუთარ ინტერპრეტაციასა და მნიშვნელობას იპოვის.” 

როგორც ამბობენ, ვაშლი ხიდან შორს არ ცვივა. ბეკჰემი ვიქტორიას უმცროსი ვაჟია – Spice გოგონასი, რომელმაც 1990-იან წლებში პოპსამყაროში ქალთა ძალა დაამტკიცა. კრუზის მამა კი ყოფილი საფეხბურთო ვარსკვლავი დევიდ ბეკჰემია.

ახალი სიმღერის მხარდასაჭერად კრუზი მომდევნო თვეში დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ტურნეში გაემგზავრება. პირველი შოუ 27 მარტს არის დაგეგმილი. წარმომადგენლების თქმით, ბილეთები რამდენიმე წუთში სრულად გაიყიდა. 

კრუზ ბეკჰემის ლაივდებიუტი გასულ წელს შედგა. მან წინასწარი დაანონსების გარეშე კონცერტების სერია ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქში გამართა.  

„ძალიან მიხარია ტურნეში ყოფნა. ყოველთვის შთაგონებული ვიყავი ბენდებით, რომლებიც ამას სწორად აკეთებდნენ და მეც მინდა ბევრი პატარა კონცერტის გამართვა,” – წერს ბეკჰემი განცხადებაში. „მოუთმენლად ველი ფანებთან შეხვედრასა და მათთვის ჩემი სიმღერების შესრულებას. ვერ ვიჯერებ, რომ ადამიანებმა თავიანთი შრომით მოპოვებული თანხა ჩემი და ჩემი ბენდის სანახავად დახარჯეს, ამიტომ ჩვენ ბოლომდე დავიხარჯებით ამ შოუზე! აღტაცებული ვარ, რომ ჩვენი, The Breakers-ის ბანერი გვაქვს. აქამდე მხოლოდ სხვა არტისტეის მხარდამჭერი ბენდი ვიყავით, ახლა კი პირველად გვავქვს საკუთარი ბანერი.”

მოუსმინეთ for your love-ს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

“Akhalteke” – Circus Mircus ახალ ალბომს გამოსცემს

შემდეგი სტატია

Charli xcx STOLEN BESOS

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: Charli XCX, MUNA, Bleachers, Lykke Li და Flea – ნახეთ მთავარი რელიზები

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი