მოუსმინეთ: Calvin Harris – Potion Ft. Dua Lipa & Young Thug

ფოტო: Conor McDonell

2018 წლის ჰიტის One Kiss შემდეგ, შოტლანდიელი დიჯეი კელვინ ჰარისი და ინგლისელი მომღერალი დუა ლიპა რეპერ იანგ თაგთან ერთად კომპოზიციას Potion და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ.

Potion ჰარისის ახალი ალბომის Funk Wav Bounces Vol 2 სინგლი გახლავთ. სტუდიური ჩანაწერი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოიცემა. მის პირველ ნაწილში კი, რომელიც 2017 წელს გავრცელდა და Billboard 200-ის მეორე პოზიციაზეც მოხვდა, იანგ თაგი, ფრენკ ოუშენი, ფარელ უილიამსი, ნიკი მინაჟი, კეტი პერი და ჯგუფი Migos მონაწილეობდნენ.

რაც შეეხება One Kiss-ს, ტრეკი დუა ლიპას ალბომის Dua Lipa ალტერნატიულ გამოცემაში შევიდა და 2018 წელს Billboard-ის საცეკვაო/ელექტრონული კომპოზიციების ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. 

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დუასთან და თაგთან კიდევ ერთხელ ვიმუშავე. ორივე საოცრად დინამიკური არტისტები არიან, რომლებიც თანამედროვე მუსიკის ლანდშაფტს ქმნიან”, – აღნიშნა კელვინ ჰარისმა.

ადამ რიჩარდ ვაილსმა, სასცენო სახელით Calvin Harris, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2002 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Summer, This Is What You Came For და I Need Your Love მოუტანა. ის პირველი ბრიტანელი არტისტი გახდა, ვინც პლატფორმა Spotify-ზე მილიარდზე მეტი მოსმენა დააგროვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: SEVENTEEN ახალ ალბომს და კლიპს ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ბილი აილიში შოუში Ellen პირველ გამოჩენას იხსენებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი