თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი

თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიაში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, პიანისტთა თბილისის VII საერთაშორისო კონკურსი დაიწყო. კონკურსი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ტარდება, თუმცა გასულ წელს კოვიდ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრამდე გასტანს, მასში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის  მუსიკოსები იღებენ. ღონისძიების პირველ დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში აუდიტორიის წინაშე უკრაინელი სოლისტი  – დმიტრო ჩონი წარსდგა, დასკვნით საღამოს კი ლაურეატთა დაჯილდოება და კონცერტი გაიმართება.

“საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი” -ის ორგანიზებით და პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით  1997 წელს  თბილისი პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი დაარსდა. კონკურსის   მიზანი ქართული საშემსრულებლო სკოლის განვითარება, საქართველოში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და  პროფესიული წახალისებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემლებსთვის ჯეკ ანტონოფის ხმის ჩამწერი სტუდიიდან მუშაობის  კადრები გაავრცელა 

შემდეგი სტატია

2023 წლის ევროვიზიის კონკურსს დიდი ბრიტანეთი მასპინძლობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ზაქარია ფალიაშვილის მუსიკა და კომპოზიტორ ნინო ჯანჯღავას ტრანსკრიფციები ოპერა „დაისიდან“

„ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ტრანსკრიფციების დამზადების პროცესი დიდი აღმოჩენებით და აღფრთოვანებით სავსე პროცესი იყო. გასაოცარია მისი ჰარმონიისა და პოლიფონიის ცოდნა და ასევე მისი დამოკიდებულება სიტყვასთან, ტონალური დრამატურგია და საორკესტრო კომბინაციები, რომლის გათვალისწინებითაც გაკეთდა ყველა ტრანსკრიფცია.“
მეტი

თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი

28 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მუსიკის მოყვარულებს თბილისის სიმფონიური ორკესტრის დაუვიწყარი საახალწლო კონცერტი ელოდებათ.
მეტი