ქართველმა მუსიკოსმა გიორგი გიგაშვილმა მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ბერლინის ფილარმონიაში, გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან (DSO) ერთად პროკოფიევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა. კონცერტს ოც წუთიანი აპლოდისმენტები მოჰყვა, მსმენელი აცრემლიანებული თვალებით უსმენდა გიორგი გიგაშვილის შესრულებულ უკრაინულ სიმღერას „ჩორნობრივცი”, რომელიც მან ბისზე დაუკრა
2023 წლის 2 თებერვალს კი, გიორგი გიგაშვილი ნიუ-იორკში, ლეგენდარულ კარნეგი-ჰოლის საკონცერტო დარბაზში დაუკრავს. კონცერტი ამერიკული ტურნეს ფარგლებში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც გიორგი გიგაშვილი 22 წლის შვედ-ნორვეგიელ მევიოლინესთან, იოჰან დალენთან ერთად 4 კონცერტს ჩაატარებს. ნიუ-იორკის გარდა კონცერტები სან-ფრანცისკოში, ლა-ხოიასა და სანტა-ბარბარაშია დაგეგმილი.
გიორგი გიგაშვილი იოჰან დალენთან ერთად ავრო პიარტის, მორის რაველის, იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებს შეასრულებს.
იხილეთ – როგორი აპლოდისმენტები მოჰყვა გიორგი გიგაშვილის შესრულებას ბერლინის ფილარმონიაში:
ვიდეო: მარიამ კანდელაკი