ფიბი ბრიჯერსი თავის ჩონჩხებიან სტილს ახალი დანიშნულებით გამოიყენებს. გრემიზე ოთხჯერ ნომინირებული მომღერალი სალის როლს შეასრულებს ტიმ ბარტონის ცნობილ ნაწარმოებში “Nightmare Before Christmas” ანუ „კოშმარი შობის წინ”. მასთან ერთად ითამაშებს დენი ელფმანი, რომელიც თავისსავე სასიმღერო როლს იმღერებს ჯეკ სკელინგტონის პერსონაჟისთვის. კენ პეიჯი კი ისევ უგი ბუგი იქნება, როგორც 1993 წლის ცნობილ ფილმში.
კონცერტები 9 და 10 დეკემბერს ლონდონის უემბლის არენაზე გაიმართება, სადაც BBC-ის საკონცერტო ორკესტრი დაუკრავს. შარშან წარმოდგენა ლოს ანჯელესში დაიდგა, სადაც სალის როლს ბილი აილიში ასრულებდა.
„კოშმარი შობის წინ” ჰელოუინის ქალაქის მეფე ჯეკ სკელინგტონზეა, რომელიც ყოველწლიური ხალხის შეშინების რუტინით იღლება და გადაწყვეტს, რომ ამჯერად ხელში შობა ჩაიგდოს. ის გაიტაცებს სანტას და ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.