მას შემდეგ, რაც მაყურებელი ანტრესოლის აივნიდან გადმოვარდა, დრეიკმა „აპოლოში“ კონცერტი შეაჩერა

შემთხვევა მუსიკოსის მეორე კონცერტის დროს ჰარლემის სივრცეში მოხდა.
დრეიკი „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენის დროს, 2023 წლის, 21 იანვარი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბერუსი
დრეიკი „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენის დროს, 2023 წლის, 21 იანვარი, ნიუ-იორკი. ფოტო: დიმიტრიოს კამბერუსი

კვირას საღამოს, „აპოლოს“ თეატრში წარმოდგენა მას შემდეგ შეჩერდა, რაც მამაკაცი ქვედა ანტრესოლის აივნიდან გადმოვარდა.

„უნდა დავრწმუნდე, რომ ვინმე არ დაშავდა“ – თქვა რეპერმა, როდესაც სცენაზე გუნდის წევრი ავიდა და მას ინფორმაცია შეატყობინა.

ინციდენტი შოუს დაწყებიდან ოთხმოცდამეათე წუთზე მოხდა, ზუსტად მაშინ, როდესაც სცენაზე Rich Flex-ის შესასრულებლად 21 Savage გამოვიდა. პაუზა დაახლოებით თხუთმეტი წუთი გაგრძელდა. დაშავებულს შესაბამისი დახმარება გაეწია.

„სამწუხაროდ გუშინ საღამოს, დარბაზში მსმენელს ინციდენტი შეემთხვა, რა დროსაც ის ქვედა ანტრესოლიდან გადმოვარდა და ორკესტრის ფლიგელში ჩავარდა. უბედური შემთხვევის გამო დრეიკის, „აპოლო“ თეატრის და კომპანია SiriusXM-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით შოუ შეჩერდა. სტანდარტული პროტოკოლის დაცვით დაშავებულ მამაკაცს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. გულშემატკივრის და აუდიტორიის სხვა წევრების თქმით, მათ სერიოზული დაზიანება არ მიუღიათ. „აპოლო“ ინციდენტს ამ დრომდე იკვლევს“. ნათქვამია ინსტაგრამზე „აპოლო“ თეატრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

დრეიკის და კომპანია  SiriusXM-ის პარტნიორობით კონცერტი თავდაპირველად თერთმეტ ნოემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა ამერიკელი რეპერის Takeoff-ის გარდაცვალების გამო ღონისძიება დეკემბერში გადაიდო, საბოლოოდ კი, შოუ იანვარში დაიგეგმა, რომელსაც მეორე კონცერტიც დაემატა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

გიორგი დათიაშვილი – ახალგაზრდა მუსიკოსი, რომელიც დიდმა აუდიტორიამ  The Voice-დან გაიცნო

შემდეგი სტატია

Daft Punk გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 2014 წლის 26 იანვარი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო ჯეისონ მერიტი

Daft Punk-ის წევრი თომას ბანგალტერი სოლო პროექტს აანონსებს. ნახეთ ალბომის ყდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი