სტინგი  Ivors Academy-ის წევრი გახდება

მუსიკოსი ჯილდოს 18 მაისს, ლონდონში The Ivors Academy-ში მიიღებს.
სტინგი - ფოტო: MK
სტინგი – ფოტო: MK

სტინგი  Ivors Academy-ის უმაღლეს ჯილდოს მიიღებს და 2023 წელს აკადემიის სტიპენდიატი გახდება, დაჯილდოება ლონდონში, თვრამეტ მაისს Grosvenor House-ში გაიმართება.

სამოცდაცხრამეტ წლიანი ისტორიის განმავლობაში აკადემიამ ეს ჯილდო ოცდამესამედ გასცა, რომლის პატივიც სწორედ სტინგს ერგო. ჯილდოს წინამორბედი მფლობელები  არიან სერ პოლ მაკარტნი, ქეით ბუში, ჯოან არატრედინგი და პიტერ გაბრიელი, ამ უკანასკნელმა ეს ჯილდო გასულ წელს მიიღო.

„მუსიკის სამყაროში მიღებული ყველა ჯილდოდან Ivors-ის ჯილდო ჩემთვის ყველაზე პრესტიჟულია, სიმღერების წერა გამოცდილებაა, რომლის გილდიაც სწორედ Ivors Academy-ია. მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო  შემომთავაზეს. ჩემთვის დიდი პატივია შევუერთდე იმ აღიარებულ, არაჩვეულებრივ მუსიკოს-კომპოზიტორთა ჯგუფს, ვინც ეს ჯილდო უკვე მიიღო.“ – ნათქვამია სტინგის განცხადებაში.

სტინგს  Ivor Novellos/მუსიკის წერის ჯილდო შვიდჯერ აქვს მოგებული, მათ შორის 2002 წელს კარიერის მიღწევის ჯილდო. იმავე წელს მუსიკოსი ნიუ-იორკში დაფუძნებულ სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში შევიდა. 

სტინგი ჩვიდმეტი გრემის მფლობელია. 2002 წელს მუსიკოსმა Primetime Emmy – გამორჩეული შესრულებისთვის მიიღო. მას  საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის  ოთხი ოსკარი აქვს მიღებული. 

Ivors Academy-ის განცხადების შემდეგ, სტინგის შესახებ ბრიტანელმა მუსიკოსმა Armatrading-მა თქვა: „სტინგი დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და წარმატებული სიმღერების ავტორი და შემსრულებელია. სტინგი მუსიკალურ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს, ვულოცავ  მას Ivors Academy-ის წევრობას“.

Ivor Novellos 1956 წელს დაარსდა, სადაც სიმღერების ავტორებს და კომპოზიტორებს The Ivors Academy-დან დიდი ბრიტანეთის კომპოზიტორთა პროფესიული ასოციაციის წევრები აჯილდოებენ. ამ ჯილდოს მფლობელები არიან ადელი, სტრომზი, Little Simz, კეტ დენისი, ენი ლენოქსი, ემი ვაინჰაუსი და ჯონ ლენონი. 

წელს ნომინაციები 18 აპრილს გამოცხადდება, გამარჯვებულები კი 18 მაისს გამოვლინდებიან.

Ivors Academy-ის განცხადებით მათი ახალი სპონსორი Amazon Music-ია.

სტინგის პატივსაცემად, Amazon Original-ი მუსიკოსის უახლესი სტუდიური ალბომიდან The Bridge ექსკლუზიურად Amazon Music-ის პლატფორმაზე სტინგის სიმღერის If It’s Love-ის დემო ვერსია გამოქვეყნდება. Amazon Music მომხმარებლებს საშუალებას აძლევს არტისტების სიმღერის დემო ვერსიაც მოისმინონ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კინოაკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი პასუხი უილ სმითის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმაზე არაადეკვატური იყო

შემდეგი სტატია

Super Bowl-ის მუსიკალური შოუს მონაწილე მოცეკვავეებმა რიანას ორსულობის შესახებ არ იცოდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი