ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი ოჯახის ხუთივე წევრის პირველ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებენ

„საუკეთესო ვალენტინობა მქონდა” – დააწერა ჯონ ლეჯენდმა ფოტოს.
ჯონ ლეჯენდი და კრისი ტეიგენი 2022 წლის გრემის დაჯილდოებაზე
Frazer Harrison/GI for The Recording Academy

ჯონ ლეჯენდმა და კრისი ტეიგენმა წლევანდელი ვალენტინობა უკვე სამ შვილთან ერთად აღნიშნეს. ერთი თვის შემდეგ, რაც წყვილს ქალიშვილი სახელად ესტი შეეძინა,  ოჯახი მათ ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს. 

„საუკეთესო ვალენტინობა მქონდა,” – დაწერა ლეჯენდმა ფოტოზე. 

„წამოქაფებისთვის ბოდიშს გიხდით. ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს ვცდილობთ” – დააკომენტარა კრისი ტეიგენმა.

ესტი 13 იანვარს დაიბადა. ქალიშვილის დაბადება ლეჯენდმა კონცერტზე გამოაცხადა. შემდეგ კი ტეიგენმა ინსტაგრამზე მისი სახელი გაამხილა.

„ის აქ არის! ესტი მაქსინ სტივენსი. სახლში აურზაურია და ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.”

ცოტა ხნის წინ ლეჯენდმა ჯენიფერ ჰადსონის შოუში შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა. „ცოტა ვღელავდით, რადგან უფროსები ეჭვიანობდნენ, როცა კრისი ფეხმძიმედ იყო. ვნერვიულობდი, რომ მისი დაბადება არ გაუხარდებოდათ. მაგრამ მათ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბეს. ძალიან ბედნიერები და მოსიყვარულეები არიან.”

ნახეთ ჯონ ლეჯენდისა და კრისი ტეიგენის ოჯახური ფოტო

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოსტინ ბატლერი საუბრობს, თუ როგორ იმოქმედა დედის დაკარგვამ მის სამსახიობო კარიერაზე

შემდეგი სტატია

მელისა მაკ-კართი - ფილმში Little Mermaid

ფილმ Little Mermaid-ის ახალი ვიდეო თიზერი და მელისა მაკ-კართი ურსულას როლში

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი