Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მოდელის ამპლუაში გამოჩნდა

არტისტმა მოდის სახლ Pressiat-ის შოუში მიიღო მონაწილეობა.


მომღერალი Halsey პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში მოდელის სტატუსით წარდგა.

„პარიზის მოდის კვირეულის ჩვენებაზე პირველად გავიარე“ – აღნიშნა Halsey-მ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში. არტისტმა მოდის სახლ Pressiat-ის შოუში მიიღო მონაწილეობა. Halsey-იმ სოციალური მედიის მეშვეობით ბრენდის დიზაინერსა და შემოქმედებით გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კოლექცია განსაკუთრებულად მოეწონა. „მადლობა ასეთი არაჩვეულებრივი კოლექციისა და შოუსათვის“ – წერია პოსტის აღწერაში. 

გამოქვეყნებულ ფოტოში მომღერალს ფრანგული ბრენდის ახალი კოლექციიდან ცხოველის პრინტით გაფორმებული ასიმეტრიული შავი კაბა აცვია და გამოკვეთილი მაკიაჟით პოზირებს.

გასულ კვირას, მომღერალმა Post Malone-თან დუეტში ჩაწერილი კომპოზიციის – Die 4 Me-ის სოლო ვერსია გამოუშვა. თებერვლის დასაწყისში, Halsey-მ მუსიკალურ კარიერაში კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მისი ჰიტი Without Me „ბრილიანტის სტატუსის“ მფლობელი გახდა. ამ სტატუსს „ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია“ კომპოზიციას მაშინ ანიჭებს, როცა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მუსიკალური ნამუშევრის გაყიდვები  და სტრიმები ათ მილიონ ერთეულს მიაღწევს. 

ნახეთ პოსტი, რომლითაც Halsey პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობას გამოეხმაურა:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Weeknd სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში მიიღებს მონაწილეობას

შემდეგი სტატია

სელენა გომესმა გაამხილა, რომ სერიალის – Only Murders in the Building ახალ სეზონში ჯესი უილიამსი მიიღებს მონაწილეობას

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი