BTS-ის ჯიმინი: დღეს შესაძლოა, უფერული ვყოფილიყავი, ზოგისთვის რომ დამეჯერებინა

ფოტო: BIGHIT MUSIC

ახალი კრებულის Proof გამოშვებასთან დაკავშირებით სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრებმა მოკლე აუდიოჩანაწერები გაავრცელეს და ისაუბრეს, რატომ შეიტანეს ესა თუ ის კომპოზიცია სტუდიურ ნამუშევარში.

შუგა: მნიშვნელოვანია იდეების მოფიქრება, რომ მუსიკალურად განვვითარდე

“მე მოვინდომე, რომ ალბომში Filter და Friends შესულიყო. მინდოდა, გამემართლებინა არმის მოლოდინები და მათ ჩემი სხვა მხარეებიც ეხილათ. კიდევ ბევრი რამ დამრჩა თქვენთვის გასაზიარებელი. დღეს შესაძლოა, ფერადის ნაცვლად უფერული ვყოფილიყავი, სხვა ადამიანებისთვის რომ დამეჯერებინა. მაგრამ მე გვერდში მედგნენ მეგობრები – ბიჭები და თაყვანისმცემლები, რომლებიც მეხმარებოდნენ, დამენახა რა არის ჩემი არსი”, – განაცხადა ჯიმინმა.

Filter და Friends კოლექტივის 2020 წლის ალბომში Map of the Soul: 7 შედის, რომელიც Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა. ამ ნამუშევარშივე იყო წარმოდგენილი მომღერალ ჰოლზისთან ერთად ჩაწერილი ჰიტი Boy With Luv.

Proof, რომელიც სამ კომპაქტ დისკს მოიცავს, ბოიბენდის ცხრა წლის იუბილესთან დაკავშირებით 10 ივნისს გამოიცემა. მასში შევა, როგორც ნაცნობი, ისე აქამდე გამოუქვეყნებელი და ახალი ნამუშევრები, მათ შორის სინგლი Yet to Come, რომელიც ორი დღით ადრე, 8 ივნისს გავრცელდება.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შუგა: მნიშვნელოვანია იდეების მოფიქრება, რომ მუსიკალურად განვვითარდე

შემდეგი სტატია

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა ჰიტი Creep შეასრულეს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი