მუქი

კანიე უესტისა და ტაი დოლა საინის ალბომი ახალი წლის ღამეს გამოვა

Vultures 31 დეკემბერს გამოიცემა.
კანიე უესტი
Victor Boyko/Getty Images For Kenzo

კანიე უესტისა და ტაი დოლა საინის ალბომი დაგეგმილ დროს, 15 დეკემბერს არ გამოიცა. უესტის წარმომადგენელმა Billboard-ს ალბომის გამოცემის ახალი თარიღი ამცნო. ალბომი სახელწოდებით Vultures 31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს გამოვა.  

ბოლო კვირების განმავლობაში Vultures აქტიურად იყო განხილვის თემა, თუ გავითვალისწინებთ უესტის კონტროვერსიულ რეპლიკებსა და ნებართვების პრობლემებს. მაგალითად, სიმღერისთვის Everybody, რომელშიც Backstreet Boys-ის ჰიტის Backstreet Back-ის სემპლია გამოყენებული, გავრცელებული ინფორმაციით, კანიეს ჯგუფისგან ნებართვა არ აუღია. ამასთანავე, წინა კვირას უესტს ნებართვა არც ნიკი მინაჟმა მისცა მათ 2018 წლის ერთობლივ ნამუშევარზე New Body. მინაჟმა კანიეს შეტყობინებას ინსტაგრამის ლაივის დროს უპასუხა.  

„რაც შეეხება კანიეს, მაგ მატარებელმა უკვე ჩაიარა. არანაირი უპატივცემულობა, უბრალოდ მე ახლახან გამოვუშვი სრულიად ახალი ალბომი. და რატომ გამოვუშვებ ახლიდან სიმღერას, რომელიც სამი წელია გამოცემულია?” 

მინაჟს კი უესტი გამოეხმაურა და თქვა: „ამ გოგოს სამჯერ გადავაწერინე თავისი სტროფი Monster-ისთვის. მე მის კარიერას მხარს ვუჭერდი.” უესტი ალბომის პრეზენტაციისას ასევე მწვავედ შეეხო რამდენიმე ვარსკვლავს, მათ შორის იყვნენ ჯეი-ზი, დრეიკი, ტრევის სკოტი და დონალდ ტრამპი. „დრეიკ, ეს ის არის, რასაც ელოდი. ჯეი-ზი, ეს ის არის, რასაც ელოდი. Adidas, ეს არის ის, რასაც ელოდი. კიმ, ეს არის ის, რასაც ელოდი.”

Vultures 31 დეკემბერს გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში Saturday Night Live-ზე 2023 წლის 16 დეკემბერი, ნიუ-იორკი. ფოტო: უილ ჰითი

ნახეთ, ბილი აილიშის ემოციური შესრულება

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსის ცვილის ფიგურა მადამ ტიუსოს მუზეუმში

მადამ ტიუსოს მუზეუმში ჰარი სტაილსის ახალი ცვილის ფიგურა დაიდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი