მუქი

რიანა და ნატალი პორტმანი Dior-ის ჩვენებას ესწრებოდნენ

რიანამ მსახიობს მიმართა და საკუთარი აღფრთოვანება გამოხატა. “მიყვარხარ და მუდამ შენს სიმღერებს ვუსმენ”- უპასუხა ნატალი პორტმანმა.

22 იანვარს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Dior-ის ოტ კუტიურ ჩვენება გაიმართა. შოუზე ბრენდმა მაღალი მოდის კოლექცია წარადგინა. ჩვენებას არაეთრთი ცნობილი ვარსკვლავი დაესწრო, მათ შორის ყველაზე ხმაურიანი აღმოჩნდა რიანას გამოჩენა. 

ვარსკვლავს შავი კოსტიუმი ეცვა და ჩვენებისას წინა რიგში იჯდა. ამავე შოუს ესწრებოდა ნატალი პორტმანი. რიანამ მსახიობს მიმართა და საკუთარი აღფრთოვანება გამოხატა. “მიყვარხარ და მუდამ შენს სიმღერებს ვუსმენ”- უპასუხა ნატალი პორტმანმა. რიანამ თავის თანმხლებებს სთხოვა პორტმანთან ერთად მისთვის ფოტო გადაეღოთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რიანა ფილმის Black Panther: Wakanda Forever საუნდტრეკისათვის ოსკარზე იყო ნომინირებული. სიმღერა Lift Me Up Billboard Hot 100-ის ჩარტში მეორე ადგილს იკავებდა.  

ნახეთ რიანას და ნატალი პორტმანის შეხვედრა მოდის კვირეულზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

MokuMoku - Say what you Say

MokuMoku-ს ახალი ტრეკი Say what you Say

შემდეგი სტატია

Winter Jazz – „ისთერნ ფრომოუშენსი” ზამთრის სეზონის ჯაზ ფესტივალს წელს პირველად გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი