მუქი

ANIK-ის სადებიუტო მიქსთეიფი  – 91011

პროექტში შესული სამივე სიმღერა Dog Days, Burden და „დღე და ღამე” საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობასთან არის შერწყმული.
ANIK - mixtape 91011
ANIK – mixtape 91011

ანა ჟორდანიას და ნიკო მჭედლიშვილის მიერ შექმნილი ინდი პოპ/ჰიპ-ჰოპ ბენდ ANIK –ის ახალი პროექტი 18 მაისს გამოქვეყნდა. Მიქსთეიფი, რომლის სახელწოდებაცაა 91011,  ჯგუფის მე-9 მე-10 და მე-11 სიმღერის რიგობითობის აღმნიშვნელია.

მიქსთეიფში შესული სამივე სიმღერა საერთო კონცეფციის მატარებელია, სადაც ძველი ქართული მუსიკის ელემენტები თანამედროვე ჟღერადობებთან შერწყმით საერთო ჯამში საინტერესო სინთეზს ქმნის.

სიმღერა Dog Days ძველი ქართული ჯაზ-ბენდის, „ჯაზ ქორალის” ერთ-ერთი სიმღერიდან, „მოდის წვიმა” არის აღებული, სადაც მელოდიები ტრეკის ინსტრუმენტულ ნაწილად არის გამოყენებული. 

ანა ჟორდანია: „მე, როგორც ჯაზ-ვოკალისტი, ყოველთვის ვცდილობ ჩვენს სიმღერებში ჯაზური ელფერი არ დაიკარგოს, ამ შემთხვევაში ძალიან მიხარია, რომ ქართული ჯაზის ელემენტები მაქვს გამოყენებული, რაც   ეროვნულობასაც და თავისთავად „ჯაზურობასაც” სძენს სიმღერას.

ნიკო მჭედლიშვილი:  „სიმღერის „მოდის წვიმა” მელოდიები ძალიან უხდება ჰიპ-ჰოპის ნაწილს, უფრო რეტრო, კლასიკური ჰიპ-ჰოპის სტილში ისმინება, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესოა.”

სიმღერა Burden-ის  ინსტრუმენტული ნაწილის მოტივი,  ძველი ქართული კინოფილმ „მაია წყნეთელიდან” არის აღებული – სიმღერიდან „მათე ბიჭის სიმღერა”. 

ანა: „ჩემი აზრით, თანამედროვე მინიმალისტური ბითები და ეს ძალიან ცოცხალი ქართული მელოდია ერთად უცხო და სასიამოვნო მოსასმენი გამოვიდა.”

Რაც შეეხება 91011-ის მესამე სიმღერას „დღე და ღამე”, იგი ერთგვარად ამ მიქსთეიფის ეპილოგია.

ანა: „ის თითქოს დაუმთავრებელი სიმღერაა და ბოლო სიტყვასავით ისმინება. ეს სიმღერა არის თავიდან ბოლომდე ქართული და განსაკუთრებულად ჩვენი ქვეყნის დღევანდელ ემოციურ მდგომარეობას ასახავს.”

91011-ის მუსიკა, კონცეფცია და ფროდაქშენი  ანა ჟორდანიას ეკუთვნის, ხოლო ტექსტი, რექორდინგი, მიქსინგი, მასტერინგი და ალბომის ვიზუალური ნაწილი ნიკო მჭედლიშვილის მიერ არის შექმნილი, სადაც არტისტებს სურდათ ევროპის დროშის ფერები და მინიმალიზმი წარმოეჩინათ.

ANIK-ი ზაფხულში მსმენელს კიდევ ერთი ახალი სინგლის გამოცემას ჰპირდება, რაზეც  ვიდეო-კლიპის დამზადებასაც აპირებენ, მანამდე კი მოისმინეთ 91011-ში შესული სიმღერები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ ბილი აილიშის 90-იანი წლებით შთაგონებული მუსიკალური კლიპი Lunch

შემდეგი სტატია

მიხაილ ბარენბოიმი სოხუმის თეატრის სცენაზე დაუკრავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი