მუსიკით გამოხატული პროტესტი

„ბილბორდ საქართველო“ ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე გამოქვეყნებულ იმ სიმღერებს გთავაზობთ, რომლებიც სრულად საპროტესტო პათოსითაა განმსჭვალული
მუსიკით გამოხატული პროტესტი
მუსიკით გამოხატული პროტესტი

მუსიკა ხელოვნების ის დარგია, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არაერთი რევოლუცია მოახდინა. 

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, მუსიკოსები სახალხო პროტესტს შეუერთდნენ და ღიად დააფიქსირეს საკუთარი აზრი საქართველოში ამჟამინდელ პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე.

ზოგიერთმა არტისტმა ეს პროტესტი მუსიკალური მანიფესტის გარდა სიმღერით გამოხატა, რომელიც მიმდინარე ამბებს ეხმიანება.

„ბილბორდ საქართველო“ ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე გამოქვეყნებულ იმ სიმღერებს გთავაზობთ, რომლებიც  სრულად საპროტესტო პათოსითაა განმსჭვალული.

Kordz ერთ-ერთი იმ მუსიკოსთაგანია, ვინც ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მუსიკალური პროტესტი გამოხატა და 4 დეკემბერს Youtube პლატფორმაზე დემონსტრანტების მიერ ნამღერი სიმღერის მიქს ვერსია, სახელწოდებით:  AntiGeorgianDreamAnthem გამოაქვეყნა.

KordzAntiGeorgianDreamAnthem

საქართველოში მიმდინარე პროტესტს ახალი მუსიკალური ნამუშევრით Tamada გამოეხმაურა. სიმღერის სახელწოდებაა „ბრძოლას მე ვერ გადამაჩვევ”, რომელიც ინტერნეტში 8 დეკემბერს გამოქვეყნდა. 

Tamada – „ბრძოლას მე ვერ გადამაჩვევ”

Qaji Todia Bedford Falls-ის წამყვანი ვოკალისტის დათო ჯიქიას სოლო პროექტია, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები 11 დეკემბერს გამოქვეყნებული სიმღერით – შეგეცი/SHEGECI  გააპროტესტა, სადაც მინიმალური პათეტიკა და სწორხაზოვანი ტექსტები მკაფიოდ ისმის.

Qaji Todia შეგეცი/SHEGECI 

მუსიკოსი თემურიკო დისამიძე საპროტესტო გზავნილს სიმღერით თავისუფალი/Tavisufali გადმოსცემს

Temuriko Diasamidze – თავისუფალი/Tavisufali

ამერიკაში მცხოვრები მუსიკოსი Sophie Villy მუსიკალურ გზავნილს სახელწოდებით MJERA/მჯერა აქვეყნებს და საკუთარ საპროტესტო სულისკვეთებას ამ სიმღერაში აქსოვს, რომელიც მუსიკალურ პლატფორმებზე 13 დეკემბერს გამოჩნდა.

Sophie Villy – MJERA / მჯერა

მიმდინარე პროტესტს ახალი მუსიკალური ნამუშევრით ეხმაურება Melqo  სიმღერით „გამოიხედე”, რომელიც მუსიკოსმა 15 დეკემბერს წარადგინა.

Melqo – „გამოიხედე“

პიანისტმა ბექა გოჩიაშვილმა საქართველოს ეროვნული ჰიმნის „ჩემი ხატია სამშობლო” ელექტრონული ვერსია გამოაქვეყნა, რომელიც ამ საპროტესტო პათოსითაა გამსჭვალული.

ბექა გოჩიაშვილი – ჩემი ხატია სამშობლო

ჯგუფმა LOUDspeakers – საპროტესტო სულისკვეთებით განმსჭვალული სიმღერა სახელწოდებით  „მაინც“ 19 დეკემბერს გამოაქვეყნა.

LOUDspeakers – „მაინც”

ქართველი არტისტების კოლექტივი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას ახალი სიმღერით ეხმიანება. „სამშობლო ხალხს” – ასე ჰქვია მუსიკალურ ნამუშევარს, რომელიც ინტერნეტში 24 დეკემბერს გავრცელდა. სიმღერაზე მუშაობდნენ: ლექსო რატიანი, ზვიად რატიანი, ვანო ნონიაშვილი, თორნიკე ჯაფიაშვილი, გიორგი ტეცოშვილი, აკაკი ცეცხლაძე და გოჩა დანელია. კლიპის ავტორი  შიო ხიდაშელია, ვიზუალურ ნამუშევარში გამოყენებული კალიგრაფია კი თეო ნაცვლიშვილს ეკუთვნის. 

სამშობლო ხალხს!

ადამიანი∞სამყარო (დაჩი ხასაია) მსმენელს ახალ, რიგით მეხუთე ალბომს უზიარებს. პროექტი, სახელწოდებით „სად”, ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა და, როგორც ავტორი სოციალურ ქსელში წერს, ის „ეძღვნება თვითგამორკვევის მცდელობებსა და საქართველოს ევროპულ მომავალს.”  ალბომი ყველა სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.

ადამიანი∞სამყარო (დაჩი ხასაია) ალბომი სახელწოდებით  „სად”

ალტისტმა ელენე გოგოძემ მსმენელს სადებიუტო ვოკალური ნაწარმოები 29 დეკემბერს წარუდგინა. „იოტა” ვოკალური ოქტეტია, რომლის შთაგონების წყაროც ქართული მითოლოგიის პერსონაჟები – ბატონები გახდნენ. მუსიკოსის თქმით, ნაწარმოები სწორედ 8 ბატონისთვის დაიწერა, თუმცა განსხვავებული მიზნით – ის საქართველოში ამჟამად განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

IOTA – by Elene Gogodze

ბოლო პერიოდში საპროტესტო სიმღერები ინტენსიურად გავრცელდა, რაც მასიურმა საპროტესტო ტალღამ და პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვია. საზოგადოებაში არსებულ პროტესტს ახალი ტრეკებით ჰიპ-ჰოპ არტისტების უდიდესი ნაწილი შეუერთდა. „ბილბორდ საქართველო“ ამ პერიოდში გამოქვეყნებულ სიმღერათა ჩამონათვალს გთავაზობთ. 

Kirame – Voices of the Streets

Madmose – After Dark

Kontra – Numb

BXNNY – No Peace

MOSKA x KAMI x PINO – Freedom (თავისუფლება TOVLY და MVYKL-ს)

MurWell – აჯანყდი!

Xvale / ხვალე – თბილისი ტირისო

Cas – მე ვარ ხალხი (Official Video)

სათამაშო – სინათლის ძალა (Official Music Video)

VAKAWI – FREEDOM

Amai 808 – ბატონო მილიციელო

IV დასი (VACHE)  სულო ქართულო (prod by vache)

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მუსიკოსებმა 6 დეკემბერს პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივი მანიფესტიც გაავრცელეს, რომელსაც უამრავი მუსიკოსი აწერს ხელს.  

„ჩვენ, მუსიკოსები, პროტესტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას და უარს ვამბობთ ნებისმიერ სახელმწიფო ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

ვგმობთ მათი მხრიდან დემონსტრანტების მიმართ არაპროპორციული და გადამეტებული ძალის გამოყენებას, მაროდიორობას, უკანონო დაჭერას, დაშინებასა და მრავალ სხვა დანაშაულებრივ მეთოდს, რომელსაც მმართველი პარტია ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებს,” – აღნიშნულია მანიფესტში.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Diddy-ს შესახებ ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა – ნახეთ ტრეილერი

შემდეგი სტატია

Last Christmas „ბილბორდის” ტიკტოკ ჩარტის ლიდერია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ე.წ. დიფფეიქ ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც კანიე უესტის სიძულვილის ენას გმობს, სკარლეტ იოჰანსონი AI-ის ბოროტად გამოყენებას დაუპირისპირდა

ე.წ. დიფფეიქ ვიდეო, სავარაუდოდ, კანიე უესტის ბოლო პერიოდის პოსტებზე საპასუხოდ შეიქმნა. ოთხდღიანი პოსტების სერიის განმავლობაში უესტმა არაერთხელ გამოიყენა ანტისემიტური, ჰომოფობიური, სექსისტური და დისკრიმინაციული ტერმინები.
მეტი
ლიამ გალაგერი ფოტო: დეივ სიმპსონი/WireImage

ლიამ გალაგერი Oasis-ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ნომინაციით არ ინტერესდება

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2025 წლის ნომინანტთა სიაში Oasis-იც მოხვდა, სადაც ასევე არიან: New Order, სინდი ლოპერი, The White Stripes და მერაია ქერი
მეტი

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი