ჯგუფმა Killages ახალი სინგლი – Euphoria წარადგინა

პირველ დეკემბერს Killages მსმენელის წინაშე Republic Event Hall-ის სცენაზე, Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში წარდგება.
ფოტო: ნინუცა კაკაბაძე

Killages ახალ სინგლს – Euphoria-ს აზიარებს. ტრეკის კომპოზიტორი ანრი ყაველაშვილია, ხოლო ტექსტი გუგა მაჭარაშვილს ეკუთვნის.

ტრეკი ჯგუფისათვის დამახასიათებელი დინამიკური მელოდიით და ჟღერადი ვოკალური ნაწილით ხასიათდება.

გუგა მაჭარაშვილი: 

„Euphoria ორი წლის წინ დაიწერა.  ამ პერიოდის განმავლობაში ბოლომდე ვერ დავასრულეთ, რადგან პარალელურად სხვადასხვა პროექტზე, თუ ტრეკზე ვმუშაობდით. რაღაც პერიოდის შემდეგ რომ მოვუსმინეთ, მოგვინდა საბოლოო სახე მიგვეცა და მსმენელისთვის გაგვეზიარებინა. ამ ტრეკში მთავარი ანრია, სწორედ მას ეკუთვნის ფროდაქშენი და შემდეგ მე ვოკალები ჩავწერე.“

Euphoria ამჟამად ყველა მუსიკალურ სტრიმინგ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი. სინგლის გარეკანის ავტორი ანანო ლეკიაშვილია. 

აღსანიშნავია, რომ პირველ დეკემბერს Killages მსმენელის წინაშე Billboard Georgia Stage-ის მუსიკალური საღამოების სერიის ფარგლებში წარდგება. კონცერტი Republic Event Hall-ის სცენაზე გაიმართება. 

გუგა მაჭარაშვილი:

„კონცერტებისათვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ასევე განსაკუთრებულად ველოდებით, რადგან ამ დროს ჩვენს გულშემატკივრებს ვხვდებით. ამ ლაივზე მსმენელი ნაცნობ ტრეკებთან ერთად, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებსაც მოისმენს.“

Killages ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელიც 2016 წელს, რუსთავში დაარსდა. ჯგუფის წევრები გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი და რატი რატიანი არიან. 2020 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი – Original Brothers გამოუშვა. 2023 წელს კი, მუსიკალური კოლექტივის რიგით მერე ალბომი, სახელწოდებით  Outcast გამოვიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Nini Iris „ნოკაუტის” ტურის გამარჯვებულია

შემდეგი სტატია

მეგან ფოქსი Machine Gun Kelly-სთან ურთიერთობაზე გულახდილად საუბრობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

milkcartonkid & DenivarLevy - BLOWUPYOURPHONE © milkcartonkid

BLOWUPYOURPHONE – ნინი ნუცუბიძის და DenivarLevy-ს კოლაბორაცია

ნინი ნუცუბიძემ და Denivarlevy-მ (ლევან ოქროპირიძე) მსმენელს ერთობლივი სინგლი BLOWUPYOURPHONE წარუდგინეს. ნამუშევარი თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობას ჰიპ-ჰოპისა და ექსპერიმენტული…
მეტი
Billboard Charts Billboard

Billboard ჩარტებში გაყიდვად ფორმატად Smart Media ალბომებსაც დაამატებს

სიახლე მუსიკის მოხმარების თანამედროვე ტენდენციებს ასახავს: თუ როგორ უსმენენ გულშემატკივრები ალბომებს, აღმოაჩენენ ახალ მუსიკას და უკავშირდებიან არტისტებს თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით.
მეტი

ნორს უესტმა ჩიკაგოში პირველი სოლო შოუ გამართა, რომელსაც YE და კიმ კარდაშიანი დარბაზის საპირისპირო მხარეებიდან ადევნებდნენ თვალს

ნორს უესტის პირველი სოლო შოუ მის სადებიუტო EP-ის – N0rth4evr-ს ეძღვნებოდა, რომელიც მაისის დასაწყისში გამოვიდა.
მეტი

საპროტესტო გზავნილის – „თავისუფლება პალესტინა“-ს გამო, Macklemore შესაძლოა ედ შირანის ტურნედან მოიხსნას

Macklemore-ის პოლიტიკურმა გამოსვლამ „ისრაელ-ამერიკის საბჭოს“ (IAC) ყურადღება მიიპყრო. ორგანიზაციამ უკვე წამოიწყო პეტიცია მოთხოვნით, რომ რეპერი ედ შირანის ტურნეს დარჩენილი კონცერტებიდან მოხსნან.
მეტი