Vinda Folio-ს ახალი სიმღერა „სი სო რექ”

Vinda Folio Si So Req / სი სო რექ
Vinda Folio Si So Req / სი სო რექ

Vinda Folio-მ (თემო ეზუგბაია) ახალი მუსიკალური ნამუშევარი გამოაქვეყნა, სახელწოდებით Si So Req / სი სო რექ. ეს არტისტის პირველი სიმღერაა, რომელიც მეგრულ ენაზეა შესრულებული. კომპოზიციის ტექსტი მეგრული პოეზიისა და ქართული კლასიკის სინთეზია, სადაც ზაალ ჯალაღონიას (მეგრელი პოეტი) ლექსების მიქსი და გალაკტიონ ტაბიძის ლექსიდან „ქარი ქრის“ ფრაგმენტებია გაერთიანებული.

Vinda Folio – მუსიკოსი:

„ამ სიმღერის შექმნის იდეა ასე კონკრეტულად როდის გაჩნდა, არ მახსოვს, იმიტომ, რომ მეგრულად მუსიკის გაკეთება ქვეცნობიერად სულ სულ მაინტერესებდა. მერე ისე მოხდა, რომ ეგნატე შამუგიამ შარშან ზაალ ჯალაღონიას, მეგრელი პოეტის წიგნი მაჩუქა და როცა მისი ლექსები წავიკითხე, ძალიან მომეწონა, მუსიკალური მომეჩვენა.  ამის მიხედვით ავაწყვე სიმღერა, რომელიც, მისი ლექსების მიქსისა და გალაკტიონ ტაბიძის რამდენიმე ფრაზისგან შედგება ლექსიდან –  „ქარი ქრის.”

კომპოზიცია ეგზისტენციალური ხასიათისაა, ის საკუთარ თავთან გაუცხოებასა და იდენტობის ძიებაზე გვიყვება:

„სიმღერა ცოტა დაკარგულობაზეა, სადაც საკუთარ თავს ეძებ, როცა დიდ სამყაროში პატარა ჩანხარ. დაახლოებით ასეთი შეგრძნება და სიტუაციაა აღწერილი. ერთი სიტყვით, ეგზისტენციალური თემატიკაა. 

მუშაობის პროცესს რაც შეეხება, რეალურად, როცა ეგნატემ წიგნი მაჩუქა, ორ კვირაში სიმღერის დემო ვერსია მზად მქონდა და ეს სადღაც ორ-სამ თვეში, ჩემი დროის აღქმით, საკმაოდ მალე იყო, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემი ზოგიერთი სიმღერის გამოსვლას სამი წელი დასჭირდა.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

შემდეგი სტატია

A$AP Rocky - 2025 წლის 13 აგვისტო, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. გილბერტ ფლორესი/Variety

კვირის მუსიკალური გზამკვლევი: ახალი მუსიკა ქართველი და უცხოელი არტისტებისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

გამოსახულების უნებართვო კომერციული გამოყენებისთვის დუა ლიპა SAMSUNG-ისგან 15 მილიონ დოლარს ითხოვს

მომღერლის სარჩელი მოიცავს საავტორო უფლებების დარღვევას, სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას და მომღერლის საჯაროობის უფლების ხელყოფას.
მეტი

კეტი პერი, FUTURE, LISA, ჯეი ბალვინი, ალანის მორისეტი და ტაილა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე წარდგებიან

მუსიკალური პერფორმანსით ასევე გამოვლენ Anitta, მაიკლ ბუბლე, ალესია კარა და ჯესი რეიესი.
მეტი
The Cave - WITHANIA SOMNIFERA

The Cave-ის ახალი რელიზი –  WITHANIA SOMNIFERA

„WITHANIA SOMNIFERA არის ტრეკი, რომელიც დაკავშირებულია პროცესებთან, თუ როგორ შეიძლება მიხვიდე იმ მდგომარეობამდე, რომ შეძლო რაღაცის შექმნა.“
მეტი