ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ

ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარკ დე პრენსზე” „მგზავრების” სიმღერის ფონზე დახვდნენ. ბუდაპეშტში, პუშკაშ არენაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი” სახლში დაბრუნდა და გულშემატკივარს მშობლიურ სტადიონზე შეხვდა. მოედანზე ფეხბურთელები ინდივიდუალურად, ნუმერაციის მიხედვით გამოდიოდნენ. თითოეულის გამოსვლას კი ფონად მათ მიერ არჩეული მუსიკალური კომპოზიცია გასდევდა.

„საქართველო მისი სამშობლოა, პარიზი კი მისი სახლი გახდა. ჩვენი შვიდი ნომერი – ხვიჩა კვარაცხელია!” – გამოაცხადა კომენტატორმა და მოედანზე ქართველი ფეხბურთელი „მგზავრებისა” და ტაჰას სიმღერის, „სახლის” ფონზე წარდგა. 

როგორც ჩანს, „სახლი” კვარაცხელიას ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა. სწორედ მის ფონზე გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრების ახალმა კაპიტანმა პოსტი 26 მარტის საქართველო-ისრაელის ამხანაგური მატჩის შემდეგაც.

30 მაისს ქართველმა ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამჯერად, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება კვარაცხელიას ერგო. „პარი სენ-ჟერმენმა” „არსენალი” პენალტების სერიაში, ანგარიშით 4:3, დაამარცხა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

midnite spagetti - me and no one else

midnite spagetti-ს ახალი სინგლი –  me and no one else

შემდეგი სტატია

კალუმ ტერნერი და დუა ლიპა 2025 წლის Met Gala-ზე, 5 მაისი, ნიუ იორკი Gilbert Flores

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი  ვიწრო წრეში, ლონდონში დაქორწინდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

2027 წლის გრემის ნომინაციების საბოლოო პროგნოზი: წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა

რეკორდული წარმატების მქონე ჰიტს ორივე ჯილდოს მოპოვება შეუძლია, თუ მის უზარმაზარ პოპულარობას საპასუხოდ კრიტიკის ტალღა არ მოჰყვა.
მეტი
ნოელ და ლიამ გალაგერები ფილმის - Oasis: Don’t Look Back in Anger-ის პრემიერა, ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, 2026 წლის 5 სექტემბერი, ვენეცია Earl Gibson III/Deadline

როგორც ჩანს, Oasis როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიას არ დაესწრება

ნოელ გალაგერს ლონდონში კონცერტი აქვს დაგეგმილი, ლიამ გალაგერის თქმით კი, საშობაო პერიოდთან სიახლოვის გამო მოგზაურობა არ სურს.
მეტი

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი