რობერტა ფლეკს ALS-ს გამო სიმღერა აღარ შეუძლია 

ცნობა ფლეკის შესახებ შექმნილი ფილმის გამოშვებამდე ვრცელდება. „რობერტას” პრემიერა 17 ნოემბერს შედგება.
რობერტა ფლეკი, 2012 წელი
Shahar Azran/WireImage

რობერტა ფლეკს ALS აქვს – ცნობილი, როგორც ლუ გერიგის დაავადება. როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, ამის გამო მას სიმღერა აღარ შეუძლია.  

 „ახლა მისთვის შეუძლებელია, იმღეროს და რთულია, ისაუბროს. მაგრამ ALS ვერ მოახერხებს საკულტო მომღერლის გაჩუმებას.” ნათქვამია პრეს-რელიზში. 

ALS – ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი – ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მოქმედებს ნერვულ უჯრედებზე ტვინსა და ზურგის ტვინში და გავლენას ახდენს კუნთებზე.  ყოველწლიურად ამ დიაგნოზს 5000-მდე ადამიანს უსვამენ.

ცნობა ფილმ  „რობერტას” პრემიერამდე გავრცელდა, რომელიც 17 ნოემბერს უნდა შედგეს. ფილმი ფლეკის ცხოვრებასა და კარიერაზეა. 

რობერტა ფლეკი ცნობილია მისი ჰიტებით  “Killing Me Softly With His Song” და “The First Time I Ever Saw Your Face”, რომელიც კლინტ ისტვუდის ფილმშია გამოყენებული. სიმღერამ 1973 წელს გაიმარჯვა გრემის ნომინაციაში წლის ჩანაწერი. 

ჰიტმა “Killing Me Softly With His Song” კი 1974 წელს მომღერალს ორი გრემი მოუტანა – წლის ჩანაწერისა და ქალის საუკეთესო ვოკალური შესრულებისთვის. 2023 წელს ფლეკის საეტაპო ალბომის “Killing Me Softly” 50 წლის იუბილე სრულდება. ამ თარიღის აღსანიშნავად ალბომის სამახსოვრო გამოცემა გამოვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

პოლ მაკარტნი ფილმიდან „If These Walls Could Sing“. ფოტო კრედიტი: Disney+

პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, რინგო სტარი და ჯორჯ ლუკასი  Abbey Road Studios დოკუმენტური ფილმის ტრეილერში

შემდეგი სტატია

ჯუდით ჰილის მუსიკალური საღამო „რესპუბლიკაში”

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი