მუქი

ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა და ვიდეოკლიპი

უახლოეს მომავალში მომღერალი სადებიუტო კონცერტსაც გეგმავს.

Need a Chance – ნატალია ნაყოფია ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აზიარებს. მუსიკისა და ტექსტის ავტორი თავადვეა. ვიდეოკლიპი კი Collaba-მ გადაიღო.

„ზოგადად არ მიყვარს ხოლმე, ჩემს სიმღერებზე ლაპარაკი. მინდა, რომ ადამიანებმა თავიანთი ინტერპრეტაცია გააკეთონ, რადგან ყველა სხვადასხვანაირად ხედავს და ყველა სხვადასხვანაირად უსმენს. მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ალბათ ყველას გვიგრძნია თავი მარტოდ. ეს სიმღერა კი ამ სიმარტოვის გრძნობაზეა, რომელიც გვაქვს ხოლმე და მისგან თავის დაღწევის მეთოდებსა და გზებს ვეძებთ.

კლიპს რაც შეეხება, შევეცადეთ, რომ მარტივი და ლამაზი კონცეპტი შეგვექმნა. ამჯერად სიუჟეტური კლიპი არ გვინდოდა. ჩვენი მიზანი უბრალოდ ლამაზი სეტის აწყობა და კარგი გარემოსა და განწყობის შექმნა იყო.”

მომღერალი უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე სიმღერის გამოშვებას აპირებს, რის შემდეგაც მსმენელის წინაშე უკვე სადებიუტო კონცერტით წარდგება.

„ჯერ ამაზე არც მისაუბრია და პირველს თქვენ გეუბნებით. რამდენიმე თვეში ვაპირებ კონცერტის გამართვას. ჩემი რეპერტუარიდან შევასრულებ სიმღერებს და მეყოლება მოწვეული არტისტებიც. Მათ ვინაობას ჯერ არ დავასახელებ, მაგრამ სცენაზე ძალიან საინტერესო და ნიჭიერი არტისტები შემომიერთდებიან.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Daft Punk გრემის 56-ე დაჯილდოების ცერემონიაზე, 2014 წლის 26 იანვარი, ლოს ანჯელესი, კალიფორნია. ფოტო ჯეისონ მერიტი

Daft Punk-ის წევრი თომას ბანგალტერი სოლო პროექტს აანონსებს. ნახეთ ალბომის ყდა

შემდეგი სტატია

ალექსანდრე კორძაია - Kordz

„ბრუნტეტი – დაბრუნება“ – კორძის და თეატრალური კომპანია  „ჰარაკის“ ერთობლივი მუსიკალური სპექტაკლი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოხდა
მეტი
Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

„ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა - „მჯერა!“ - იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცეებს გრძნობ და ნდობაა მთავარი.“
მეტი
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი