ჯეი-ზის წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებას არტისტი და მისი ადვოკატები დაუპირისპირდნენ

„ჭეშმარიტი სამართლიანობის აღსრულება ახლოვდება. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებულის პოზიციიდან და არა გამარჯვებისთვის,” – განაცხადა რეპერმა.
ჯეი-ზი
Monica Schipper/WireImage

ჯეი-ზის ადვოკატებმა ნიუ-იორკის სასამართლოს წერილი გაუგზავნეს, სადაც განაცხადეს, რომ რეპერი გეგმავს, დაუყონებლივ შეიტანოს სარჩელი, რათა დაუპირისპირდეს საჩივარს, რომელიც მას 24 წლის წინ თინეიჯერის გაუპატიურებაში ადანაშაულებს. 

Billboard-მა წვდომა მოიპოვა წერილზე. ირკვევა, რომ რეპერის იურიდიული გუნდი ყურადღებას ამახვილებს NBC-ს ახალ სტატიაზე, რომელიც 13 დეკემბერს გამოქვეყნდა. სტატიაში მომჩივანი ქალი იხსენებს „საშინელ შემთხვევას”, თუმცა ასევე აღიარებს, რომ მის თავდაპირველ მონათხრობში გარკვეული არაზუსტი ინფორმაციაა. „მე გარკვეული შეცდომები დავუშვი,” – განაცხადა მან. მომჩივანმა ასევე განაცხადა, რომ თავისი ბრალდებების სისწორეში კვლავაც დარწმუნებულია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დეტალი ბუნდოვანია.  

ქალი თავდაპირველად აცხადებდა, თითქოს შემთხვევის ადგილიდან მამამ წაიყვანა, თუმცა მამამ ეს უარყო. მომჩივანმა ასევე თქვა, რომ იმ ღონისძიებაზე შეხვდა მომღერალ ბენჯი მადენს, თუმცა გაირკვა, რომ მადენი იმ დროს ნიუ-იორკში არ იმყოფებოდა.  

ჯეი-ზის ადვოკატის წერილი მიმართულია მომჩივნის ადვოკატ ენტონი ბუზბის წინააღმდეგ. „ბუზბიმ, სავარაუდოდ, არ შეისწავლა ფაქტები სათანადო დონეზე საჩივრის შეტანამდე,” – აღნიშნულია წერილში. ადვოკატები აცხადებენ, რომ ბუზბის ეს სარჩელი საერთოდ არ უნდა შეეტანა.

წერილის ბოლოს ნათქვამია, რომ ჯეი-ზი გეგმავს, სასამართლოს მის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის გაუქმება კანონის ძალით მოსთხოვოს. 

პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში ჯეი-ზიმ ადვოკატის პოზიცია გაიმეორა. „დღევანდელი ჟურნალისტური გამოძიება ცხადყოფს, რომ ეს ე.წ. ადვოკატი ბუზბი მატერიალური სარგებლისა და პოპულარობის მიღების მიზნით ტყუილ სარჩელს აწერს ხელს. ეს შემთხვევა არ მომხდარა, თუმცა სარჩელი მაინც წარადგინა სასამართლოში და შემდეგ პრესაშიც გააგრძელა ტყუილების გავრცელება. ჭეშმარიტი სამართლიანობის აღსრულება ახლოვდება. ჩვენ ვიბრძვით გამარჯვებულის პოზიციიდან და არა გამარჯვებისთვის,” – განაცხადა რეპერმა. 

თავისი პოზიცია ჯეი-ზის ადვოკატმა, ალექს სპირომაც დააფიქსირა: „გაკვირვებული ვარ, რომ ადვოკატმა არა მხოლოდ სათანადო შემოწმების გარეშე შეიტანა საჩივარი, არამედ მდგომარეობა უფრო დაამძიმა და ამ ცრუ ისტორიის გავრცელება პრესაშიც გააგრძელა. ჩვენ ვითხოვთ სასამართლოსგან, დღესვე გააუქმოს ეს უსაფუძვლო საქმე და ასევე განვიხილავთ დისციპლინარულ ზომებს ბუზბისა და ყველა იმ ადვოკატის წინააღმდეგ, ვინც ეს სარჩელი შეიტანა.” 

გასულ კვირას ჯეი ზის ბრალი წაუყენეს 2000 წელს, Diddy-სთან ერთად, 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში. სარჩელის მიხედვით, ეს შემთხვევა MTV Video Music Awards-ის ღონისძიების შემდეგ მოხდა. ეს სამოქალაქო საჩივარი ანონიმურმა მომჩივანმა და ტეხასელმა ადვოკატმა ტონი ბუზბიმ შეიტანეს. 

რეპერმა ბრალდებებს საჯაროდ უპასუხა და ყველა მათგანი უარყო. „თქვენ საშინელი შეცდომა დაუშვით, როცა იფიქრეთ, რომ ყველა ცნობილი ადამიანი ერთნაირია,“ – განაცხადა კარტერმა. „მე ბრუკლინის ერთ-ერთი უბნიდან ვარ და ჩვენ ასეთ თამაშებს არ ვთამაშობთ. ჩვენ ბავშვებს ვიცავთ, თქვენ კი ადამიანებს საკუთარი სარგებლისთვის იყენებთ. მხოლოდ შეთქმულების თეორიების მომხრეები დაიჯერებენ ამ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომლებიც, რომ არა ბავშვებზე ძალადობის სერიოზული ხასიათი, სასაცილოც კი იქნებოდა.“  

საპასუხო განცხადებაში ჯეი-ზიმ აღნიშნა, რომ „ამგვარი საშინელი“ ბრალდებები სისხლის სამართლის წესით უნდა განხილულიყო და არა სამოქალაქო სარჩელით. „თუ ვინმე ბავშვის წინააღმდეგ ასეთ დანაშაულს ჩაიდენს, ციხეში უნდა ჩაჯდეს, ხომ ასეა?,” – მიმართავს საზოგადოებას კარტერი.  ასევე, კარტერმა განაცხადა, რომ ბუზბისთან არასდროს შეთანხმდება და მას საჯაროდ ამხელს.  

„ერთადერთი, გული მტკივა ჩემი ოჯახის გამო,“ – განაცხადა კარტერმა. „ჩემმა მეუღლემ და მე შვილებს უნდა ავუხსნათ ეს ბრალდებები,” – განაცხადა ჯეი-ზიმ  მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard არაბეთის პირველი მუსიკალური დაჯილდოება

შემდეგი სტატია

GloRilla 2024 წლის MTV-ის დაჯილდოებაზე, 11 სექტემბერი, ნიუ იორკი. დიმიტრიოს კამბურისი /Getty Images

„Billboard Unfiltered“ ყველაზე პოპულარული ქალი რეპერების სიას განიხილავს. გაეცანით 2025 წლის მუსიკალურ პროგნოზებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რეჟისორი დევიდ ლინჩი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლინჩის პროექტები სხვადასხვა დროს Billboard-ის ჩარტებშიც მოხვდა. მან ასევე იმუშავა მუსიკალურ ვიდეოებზე. მათ შორის არის ვიდეოები Nine Inch Nails-ის 2013 წლის ჰიტზე Came Back Haunted და Moby-ს 2009 წლის სიმღერაზე Shot in the Back of the Head.
მეტი

ბობ დილანი ტიკტოკს შეუერთდა

ფანების ყურადღება აპლიკაციაში მუსიკოსის დაგვიანებულმა გამოჩენამ მიიქცია - რამდენიმე დღით ადრე აშშ-ში ტიკტოკის მოსალოდნელ აკრძალვამდე.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო “ბილბორდი” გრემის დაჯილდოებასთან დაკავშირებულ ყველა ღონისძიებას აუქმებს

„ამ დროისთვის ჩვენი ძირითადი მიზანი ჩვენს ხელთ არსებული რესურსების განაწილებაა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ ქალაქის აღდგენის გრძელვადიან პროცესს, რომელსაც სახლს ვუწოდებთ,“ - განაცხადა კომპანიამ 14 იანვარს გაკეთებულ განცხადებაში.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის მიუხედავად, გრემის დაჯილდოება დაგეგმილ დროს, 2 თებერვალს ჩატარდება

წლევანდელი შოუ ახალ მიზანსაც ისახავს: ხანძრების დასაძლევად დამატებითი თანხები შეგროვდება.
მეტი

ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო The Weeknd-მა ალბომის გამოცემა  გადადო და Rose Bowl-ში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა

ხმაურიანად დაანონსებული Hurry Up Tomorrow არტისტის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და ის 2024 წლის 24 იანვარს უნდა გამოსულიყო.
მეტი