მუქი

SNL-ის ახალ ეპიზოდს ვუდი ჰარელსონი წაიყვანს, მუსიკალური სტუმარი კი ჯეკ უაიტი იქნება

ცნობილი სკეტჩ შოუ ტელეარხ NBC-ის ეთერში 25 თებერვალს გავა.

მსახიობი ვუდი ჰარელსონი Saturday Night Live-ის ახალ ეპიზოდს წაიყვანს,   მუსიკალური სტუმარი კი ჯეკ უაიტი იქნება. ცნობილი სკეტჩ შოუ ტელეარხ NBC-ის ეთერში 25 თებერვალს გავა. ჰარელსონმა SNL წარსულშიც არაერთხელ წაიყვანა. მსახიობი აუდიტორიის წინაშე წამყვანის ამპლუაში 1989, 1992, 2014 და 2019 წლებში წარდგა.

ჰარელსონის მსგავსად, ეს ეპიზოდი ჯეკ უაიტისთვისაც Saturday Night Live-ში მეხუთე გამოჩენაა. უაიტმა სკეტჩ შოუში მონაწილეობა ბოლოს 2020 წელს მიიღო. მან ქანთრის მომღერალი მორგან უალენი ჩაანაცვლა, რომელმაც COVID-19-თან დაკავშირებული პროტოკოლი დაარღვია. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ჯეკ უაიტმა ორი მუსიკალური ალბომი  – Fear of the Dawn და July’s Entering Heaven Alive გამოუშვა. ამასთანავე, მუსიკოსის ყოფილი ბენდი, სახელწოდებით The White Stripes „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის” 2023 წლის ნომინანტებს შორისაა. 

ნახეთ ჯეკ უაიტის პოსტი, რომლითაც მუსიკოსმა SNL-ში სტუმრობა დააანონსა: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მადონა ეიჯიზმსა და მიზოგინიას უწოდებს იმ უარყოფით გამოხმაურებას, რაც მის გრემიზე გამოჩენას მოჰყვა 

შემდეგი სტატია

ჰეილი ჯეიდ მეთერსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ოცდამეჩვიდმეტე ცერემონიაზე, Microsoft Theatre-ში. 2022 წლის 5 ნოემბერი. ფოტო: კევინ მაზური.

ემინემის ქალიშვილი ჰეილი ჯეიდი დაინიშნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოხდა
მეტი
Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

„ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა - „მჯერა!“ - იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცეებს გრძნობ და ნდობაა მთავარი.“
მეტი
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი