მუქი

SALIO-მ ახალი ალბომი  – Mountain წარადგინა

ალბომის ორი ტრეკი – Colors და Special ნიუ ორლეანში, Esplanade Studios-ში ჩაიწერა.

რამდენიმე თვის წინ Billboard-თან ინტერვიუში,  SALIO-მ ახალ გეგმებზე ისაუბრა, რომელიც ამერიკას და ახალ მუსიკაზე მუშაობას უკავშირდებოდა. ამჯერად არტისტმა ოფიციალურად წარადგინა ახალი ალბომი სახელწოდებით Mountain, რომელიც  ხუთ ტრეკს აერთიანებს.

SALIO:

მუსიკა დაახლოებით 2020 წელს, ჩემთვის ყველაზე ჯადოსნურ Tbilisi Open air-ის ტერიტორიაზე დაიწერა. მინდორში პატარა სტუდია გვქონდა სადაც სივრცე და სიმწვანე მშვიდ შემოქმედებით გარემოს ქმნიდა. სიმღერა Mountain ნეპალის და ტიბეტის საზღვარზე მდებარე ულამაზეს ადგილას – ნილეზე დავწერე.  ნეპალის მთებში დაახლოებით შვიდი დღე ვიარე, რომ ეს ადგილი მენახა. იქ ქალებს დღემდე ტრადიციული ჭრელი ულამაზესი ტანსაცმელი აცვიათ და მათ ღიმილში გულწრფელი ენერგიაა. იქ მცხოვრები ადამიანები არ კლავენ ცხოველებს და დღემდე შორს არიან ტექნოლოგიისგან.“  

ალბომში შემავალი ორი ტრეკი – Colors და Special  ნიუ ორლეანში, Esplanade Studios-ში ჩაიწერა. ქართველი ხმის რეჟისორი მიშა კაჭკაჭიშვილის ხელშეწყობით SALIO-მ ამერიკულ გოსპელ გუნდთან და მათ ხელმძღვანელ კრეიგ ადამსთან ერთად იმუშავა. მუსიკალურმა კოლექტივმა 2022 წელს Grammy-ის ჯილდო მიიღეს Jon Batiste სიმღერით  – We Are.

 „სიმღერის ჩაწერის პროცესი ძალიან საინტერესო იყო რადგან ყველა მეგობრულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ და თავს სახლში ვგრძნობდი.“ – აღნიშნავს SALIO 

ამჟამად SALIO, ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში, ახალი მუსიკალური ნამუშევრების შექმნას აგრძელებს. 58 Track Challenge – ასე ჰქვია პროექტს, რომლის კონცეფციაც ყოველ დღე მუსიკისა და ტექსტის დაწერას გულისხმობს. როგორც არტისტი აღნიშნავს, ეს  საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად რთული პროცესია. 

მოუსმინეთ SALIO-ს ალბომს, სახელწოდებით Mountain:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტნი სპირსზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის რეჟისორი ამბობს, რომ ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში მორცხვი და ინტროვერტია

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი და ჯო ალვინი დაშორდნენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

ბრალდებები ოთხ ქალს უკავშირდება. სავარაუდო მსხვერპლების მტკიცებით, ეს ქმედებები 1999 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოხდა
მეტი
Mechanical Rainbow - MJERA!

Mechanical Rainbow-ს სიმღერა MJERA

„ცოტნეს ყოველთვის ვეკითხებოდი, თუ სჯეროდა ჩვენი მომავლის და ისიც მპასუხობდა - „მჯერა!“ - იმიტომ, რომ მსგავს სიტუაციაში ერთადერთი საშუალებაა რომ ერთმანეთს დავუჯეროთ. ამ დროს შედეგად არაფერი გვაქვს, მაგრამ რაღაცეებს გრძნობ და ნდობაა მთავარი.“
მეტი
ელტონ ჯონი და ბრენდი კარლაილი ფოტო: პეგი სიროტა

ელტონ ჯონის და  ბრენდი კარლაილის კოლაბორაციული ახალი ალბომი  Who Believes in Angels?

5 აპრილს დუეტი შაბათის ღამის შოუში მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგება, მეორე დღეს კი ალბომის აღსანიშნად კონცერტს გამართავენ.
მეტი